Accessibility links

site logo site logo

ჩეჩნეთში დასრულდა გამოძიება უფლებადამცველ ოიუბ ტიტიევის საქმეზე


ოიუბ ტიტიევი

ჩეჩნეთში დასრულდა გამოძიება ადამიანის უფლებების დამცველი საზოგადოება „მემორიალის“ ჩეჩნეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ოიუბ ტიტიევის საქმეზე. მას ბრალად ედება ნარკოტიკების შენახვა. უფლებადამცველს ათი წლით პატიმრობა ემუქრება.

მხარეების მოსმენა 11 მარტისთვის არის დანიშნული. წინასწარი მონაცემებით, ტიტიევს მარტის ბოლოს შეიძლება გამოუტანონ განაჩენი.

ტიტიევი 2018 წლის იანვარში დააპატიმრეს. გამოძიების თანახმად, მის მანქანაში აღმოაჩინეს მარიხუანა. ტიტიევის კოლეგები მიიჩნევენ, რომ მისი საქმე შეთითხნილია და აცხადებენ, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა ცდილობს რესპუბლიკაში თავიდან მოიშოროს ადამიანის უფლებების დამცველები. ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი არაერთხელ გამოვიდა ჩეჩნეთში უფლებადამცველთა მკაცრი კრიტიკით.

ადვოკატები არ გამორიცხავენ ტიტიევის მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებას და აღძრეს შუამდგომლობა, საქმე განხილულ იქნეს ფედერალურ დონეზე. მაგრამ საქმე ჩეჩნეთის საგამოძიებო კომიტეტს გადაეცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG