Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ვენაში საქართველოს მოქალაქეების დაკავებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ვენაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, ვენაში საქართველოს საკონსულოში მსგავსი ინფორმაცია არ შესულა.

ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ, ამ დროისთვის არ ადასტურებენ არც შს სამინისტროში.

6 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვენის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველო 15 მოქალაქე ყალბი პასპორტების გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

XS
SM
MD
LG