Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი: ნატოს წევრები არ უნდა ჩაერიონ იმაში, თუ ვისგან შეიძენს ანკარა იარაღს


S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემები.
S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემები.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინაისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები არ უნდა „ჩაერიონ“ იმაში, ვისგან ყიდულობს იარაღს თურქეთი. ამის შესახებ თურქეთის მედია იტყობინება. ახლახან ანკარა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკრიტიკა რუსეთისგან S-400 სარაკეტო სისტემების შესყიდვისთვის.

ჩავუშოღლუმ განცვიფრება გამოხატა ვაშინგტონის რეაქციის გამო რუსეთისგან იარაღის შესყიდვის გეგმებზე. ჩავუშოღლუს თქმით, რომელსაც პირდაპირ არ დაუსახელებია აშშ, თურქეთი იძულებული შეიქნა, ამ ნაბიჯზე წასულიყო, ვინაიდან მის წინააღმდეგ თითქოს „წლების განმავლობაში იქმნებოდა წინაღობები“ ნებისმიერი იარაღის შესყიდვაში.

ახლახან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გააფრთხილა ანკარა რუსეთის რაკეტების შესყიდვასთან დაკავშირებით. მასში ლაპარაკია, რომ თუკი თურქეთი უარს არ იტყვის რუსეთთან გარიგებაზე, ვაშინგტონი გადახედავს თურქეთისთვის F-35 გამანადგურებლების მიწოდების პროგრამას.

თურქეთმა 2017 წელს მოაწერა ხელი რუსეთისგან S-400 რაკეტების შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულებას. ამასთან, გასული წლის ბოლოს ანკარამ აშშ-ისგან შეიძინა სამნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების სარაკეტო კომპლექსი „პეტრიოტი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG