Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალების სარვამარტო აქცია გაიმართა მეტროს სადგურებთან


ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი აქციებს მართავს მეტროს სადგურებთან.

აქციები 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღეს უკავშირდება და მთავარი გზავნილი სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემებია.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მიუხედავად საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული ცვლილებებისა, კვლავ პრობლემაა სტერეოტიპული შეხედულებები და ტაბუები.

აქციის მონაწილე ქალებს, ეკიდათ ტრანსპარანტები შემდეგი წარწერებით :„სექსი არ არის დანაშაული“. „სექსუალური ძალადობა დანაშაულია“, „სექსი16 წლამდე ასაკის ბავშვთან დანაშაულია“, „მოტაცებულზე ძალადობა დანაშაულია“, „სექსუალური მოძალადისთვის ჩივილი არ არის სირცხვილი“ და სხვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG