Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში პოლიციელებმა ახმატ კადიროვის ბიოგრაფიის თარიღები უნდა დაიზეპირონ


ახმატ კადიროვი ჩეჩენ მეომრებთან ერთად, რომლებიც რუსეთის ჯარების მხარეზე გადავიდნენ.
ახმატ კადიროვი ჩეჩენ მეომრებთან ერთად, რომლებიც რუსეთის ჯარების მხარეზე გადავიდნენ.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პოლიციის ზოგიერთმა განყოფილებამ მიიღო განკარგულება, რომ აუცილებელია რესპუბლიკის ამჟამინდელი ხელმძღვანელის მამის, ახმატ კადიროვის ბიოგრაფიის დასწავლა. ამის შესახებ იტყობინება „კავკაზ.რეალიი“. მას მოჰყავს ბიოგრაფიის ტექსტი, რომელიც რესპუბლიკის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში გაავრცელეს.

„კავკაზ. რეალიის“ ცნობით, პოლიციელებმა, რომლებმაც კადიროვის შესახებ განკარგულება მიიღეს, ზეპირად უნდა იცოდნენ მისი ბიოგრაფიის თარიღები.

ახმატ კადიროვი 1995-1999 წლებში იყო ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა იჩკერიის მუფტი. ის ოპოზიციაში გადავიდა და რუსეთის ფედერალურ ჯარებს უჭერდა მხარს. 2003 წლის შემოდგომაზე ის აირჩიეს რესპუბლიკის პრეზიდენტად, მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ დაიღუპა გროზნოში მის წინააღმდეგ მოწყობილი თავდასხმის შედეგად. ახმატ კადიროვის საპატივცემულოდ მისი სახელი დაერქვა ჩეჩნეთის მრავალ ობიექტსა და ორგანიზაციას, მის პორტრეტებს ხშირად შეხვდებით გროზნოს ქუჩებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG