Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკი აქტივისტით თქმით, მისგან ითხოვენ პრეზიდენტ რაჰმონის ვაჟის მხარდაჭერას


შაროდინ გადოევი
შაროდინ გადოევი

ტაჯიკი ოპოზიციონერი აქტივისტი შაროფიდინ გადოევი, რომელიც ამტკიცებს, რომ გასულ თვეში ტაჯიკეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოიტაცეს და აწამეს, ამბობს, რომ მისგან ითხოვენ პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის უფროსი ვაჟის მხარდაჭერას 2020 წლის არჩევნებში. გადოევმა ამის შესახებ ისაუბრა რადიო თავისუფლებასთან და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ამსტერდამში, სადაც ის ლტოლვილის სტატუსით იმყოფება.

რაჰმონი 1992 წლიდან მართავს ტაჯიკეთს. იგი ავიწროებს დისიდენტებს და ახორციელებს ოპონენტების სამართლებრივ დევნას.

ტაჯიკეთში ბევრი მიიჩნევს, რომ რაჰმონმა შესაძლოა თავის მემკვიდრედ დაასახელოს თავისი 31 წლის ვაჟი, რომელიც 29 წლის ასაკში დაინიშნა დუშანბეს მერად.

66 წლის რაჰმონს არ გამოუცხადებია, მიიღებს თუ არა შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. არ არსებობს ოფიციალური ცნობა არც იმაზე, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას მისი ვაჟი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG