Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესომბუდსმენი: მზად ვარ მამუკა ხაზარაძეს ვუშუამდგომლო სახელმწიფოსთან

„ჩემთვის, როგორც ბიზნესომბუდსმენისთვის საინტერესოა ანაკლიის პროექტის გარშემო შექმნილი ვითარება“, - ბიზნესომბუდსმენი აპარატი ირაკლი ლექვინაძის განცხადებას ავრცელებს.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, თუკი პორტის პროექტზე მთავრობის მხრიდან მეტი მხარდაჭერა გახდება საჭირო, ის მზად არის მამუკა ხაზარაძეს უშუამდგომლოს სახელმწიფოსთან:

კითხვაზე, არის თუ არა ამ პროცესში ბიზნესზე ზეწოლის ნიშნები, როგორ აფასებს ხაზარაძის განცხადებას მის წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევისა და მუქარის წერილის შესახებ, ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ბრალდებებზე კითხვებს პროკურატურამ უნდა უპასუხოს.

“შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გიორგი გახარია ან მამუკა ხაზარაძე მსგავსი შინაარსის წერილებს წერენ. მძიმე ურთიერთბრალდებებია, რაც საჭიროებს სწრაფ და გამჭვირვალე გამოძიებას და ამაზე პროკურატურამ უნდა იმუშაოს“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

XS
SM
MD
LG