Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას თეა წულუკიანის პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ


იუსტიციის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას თეა წულუკიანის პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ.

8 მარტს სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუსტიციის მინისტრის პოსტს თეა წულუკიანი მომავალ კვირაში ტოვებს.

"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა თეა წულუკიანს თანამდებობიდან გაუშვებენ, თუ საკუთარი ნებით წავა მთავრობიდან:

"თეა წულუკიანი არის მთავრობის ერთ-ერთი ოდიოზური წევრი, რომლის მინისტრობასაც უკავშირდება უამრავი წარუმატებლობა ჩვენი სახელმწიფოსი და ჩვენი ქვეყნის. დაიტოვებს ივანიშვილი მას ბოლომდე, მანამდე შეელევა თუ ჩაანაცვლებს, ეს ვერ შეცვლის ვითარებას, ვერ გამოასწორებს," - აცხადებს ოთარ კახიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG