Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში სომეხი გამნაღმველი დაიჭრა

სომეხი და რუსი ჯარისკაცები
სომეხი და რუსი ჯარისკაცები

სირიაში მძიმედ დაიჭრა სომეხი გამნაღმველი, რომელიც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ჯგუფთან ერთად ცოტა ხნის წინ ჩავიდა სირიაში.

სომხეთის ჰუმანიტარული განაღმვისა და ექსპერტიზის ცენტრის (CHDE) თანახმად გამნაღმველი თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა 7 მარტს ალეპოსთან ახლოს.

„ჩვენი ინფორმაციის თანახმად მას ჩაუტარდა მარჯვენა ფეხის ამპუტაცია“, - უთხრა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს ცენტრის წარმომადგენელმა ნაზელი ელბაქიანმა.

დაჭრილი სამხედრო იმ 83 ექიმს, გამნაღმველსა და სხვა სამხედრო მოსამსახურეს შორისაა, რომლებიც სირიაში ჩავიდნენ 8 თებერვალს, რუსეთთან კოორდინირებული სომხეთის ჰუმანიტარული მისიის შემადგენლობაში.

აშშ-მა, რომელიც მკაცრად უპირისპირდება რუსეთის სამხედრო ჩარევას სირიის სამოქალაქო ომში ბაშარ ალ ასადის მხარეზე, 13 თებერვალს გააკრიტიკა სომხეთის სამხედრო ჯგუფის ჩასვლა სირიაში.

XS
SM
MD
LG