Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი ოქტომბრიდან შეუდგება რუსული სარაკეტო სისტემა S-400-ის გაშლას


რუსეთთან გაფორმებული გარიგების თანახმად, თურქეთი ოქტომბრიდან შეუდგება S-400 რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გაშლას თავის ტერიტორიაზე. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ხუსული ანკარამ განაცხადა, რომლის აზრით ქვეყანა 1990-იანი წლებიდან სარაკეტო დარტყმის საფრთხის ქვეშ იმყოფება, რისთვისაც მას ესაჭიროება ჰაერიდან დაცვის საკუთარი სისტემა

მანამდე აშშ-მა არაერთხელ გააკრიტიკა თურქეთის ხელისუფლება, რომელმაც, როგორც ნატოს წევრმა ქვეყანამ, არ უნდა შეიძინოს რუსეთის წარმოებული სარაკეტო კომპლექსი.

5 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კვლავ გააფრთხილა ანკარა, რომ თუ თურქეთის ხელისუფლება გააგრძელებს რუსეთთან მოლაპარაკებებს საჰაერო თავდაცვითი სისტემის შეძენაზე, მაშინ ვაშინგტონი გადახედავს წინადადებას, რომელიც თურქეთს შესაძლებლობას აძლევს იყიდოს ამერიკული F-35-ი ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG