Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს სარვამარტო მსვლელობის დასაშლელად


სტამბოლში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა მრავალათასიანი დემონსტრაცია, რომელიც მსვლელობის გამართვას აპირებდა ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.

ათასობით ადამიანი, მეტწილად ქალები, შეიკრიბნენ ქალაქის მთავარ საფეხმავლო ქუჩის მახლობლად, რომელიც პოლიციის თქმით სანქცირებული იყო.

ისტიკლიალის ქუჩის წინ პოლიციამ გზა ჩახერგა და რამდენიმე სროლა განახორციელა ცრემლსადენი ტყვიებით, რათა დემონსტრანტები გაეფანტა.

მანამდე ასობით ადამიანმა სტამბოლში გააპროტესტა სირიის ციხეებში ქალებისა და ბავშვების ყოფნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG