Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: ჩვენს გვერდით ვერ იქნება ის, ვინც არ უერთგულებს ფასეულობებს


თუ ვინმე არ დარჩება ფასეულობების ერთგულად, ასეთი ადამიანების ადგილი ჩვენს გვერდით ვერ იქნება, - ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

"2012 წელს ჩვენ ქართველმა ერმა დაგვიჭირა მხარი და ჩვენ მოვიგეთ არჩევნები ძალიან რთულ გარემოში. ამ არჩევნების მოგება ემყარებოდა ფასეულობებსა და პრინციპებს და იმ იდეოლოგიას, თუ რა იდეოლოგია უნდა გაგვეტარებინა ჩვენ, როდესაც მოვიდოდით ხელისუფლებაში. ბუნებრივია, ყველა, მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, უნდა დარჩეს ამ პრინციპებისა და ფასეულობების ერთგული. თუ ვინმე არ დარჩება, ასეთი ადამიანების ადგილი ჩვენს გვერდით ვერ იქნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, შეთანხმება მიღწეულია და ამოწურულია საკითხი იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა არ დააკონკრეტა ის სადავო საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც თეა წულუკიანი არ გამორიცხავდა თანამდებობიდან წასვლას.

XS
SM
MD
LG