Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაასახელეს ევროკავშირისა და რადიო თავისუფლების კონკურსის გამარჯვებულები


3-წუთიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია. ევროკავშირის პროექტისა („ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“) და რადიო თავისუფლების ერთობლივი კონკურსის გამარჯვებულები 12 მარტს, კინოთეატრ ამირანში გამართულ ღონისძიებაზე დაასახელეს:

3-წუთიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: ნინო ორჯონიკიძე, სალომე ჯაში, რატი ონელი, ქეთი მაჭავარიანი და სოლედად სესენა.

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდა საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნებისმიერი ასაკის პროფესიონალ თუ მოყვარულ რეჟისორებს.

კონკურსზე, რომლის მიზანიც გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერება იყო, ავტორებმა სულ 77 საკონკურსო ნამუშევარი წარადგინეს.

ჟიურიმ პირველ ეტაპზე 17 საუკეთესო ფილმი შეარჩია და გამარჯვებულებიც სწორედ მათ შორის გამოავლინა.

XS
SM
MD
LG