Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბევრმა ქვეყანამ და აეროკომპანიამ გადაწყვიტა „ბოინგ 737 მაქს 8“-ზე უარის თქმა


მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ და ავიაკომპანიამ აკრძალა „ბოინგ 737 მაქს 8“ (Boeing 737 MAX 8) ტიპის ავიალაინერების გამოყენება მას შემდეგ, რაც 10 მარტს ავარია განიცადა ეთიოპიის ავიაკომპანიის თვითმფრინავმა. კატასტროფამ შეიწირა ბორტზე მყოფი 157-ვე ადამიანის სიცოცხლე.

ევროკავშირმა, ნორვეგიამ, ავსტრალიამ, ჩინეთმა, მალაიზიამ, სინგაპურმა, ინდონეზიამ, ბრაზილიამ და სხვა ქვეყნებმა 12 მარტს გამოაცხადეს, რომ აღარ ისარგებლებენ „ბოინგ 737 მაქს 8“-ით და მიმართავენ უსაფრთხოების ზომას ამ ტიპის თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვით.

„ბოინგ 737 მაქს 8“-მა ბოლო ხუთ თვეზე ნაკლებ დროში უკვე მეორე კატასტროფა განიცადა. ავიაკომპანიებს შორის, რომლებმაც მასზე უარი თქვეს, არიან თურქეთის, ნორვეგიისა და ისლანდიის ავიაკომპანიები.

შეერთებული შტატები ეთიოპიის ხელისუფლებას ეხმარება ავარიის მიზეზების გამოძიებაში და აცხადებს, რომ ნაადრევად მიაჩნია ამ ტიპის ბოინგების გამოყენების აკრძალვაზე გადაწყვეტილების მიღება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG