Accessibility links

site logo site logo

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს


დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარმოადგენს 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას.

ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომის დღის წესრიგშია ევროინტეგრაციის საკითხებზე მინისტრის ანგარიშიც. მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების და კოორდინაციის მექანიზმი და შესრულების მდგომარეობა და ინფორმაცია ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საბჭოს მეხუთე სხდომის შედეგების, ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის და შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მიმდინარეობის შესახებ.

ოპოზიციური პარტიების „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო ფრაქციებს საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ აქვთ პრეტენზიები, რადგან მიიჩნევენ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ჩიხშია შესული და საქართველოს მთავრობა პრაქტიკულად, არაფერს აკეთებს, რათა რუსული ოკუპაცია და აგრესია აქციოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის პრიორიტეტულ საკითხად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG