Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის და პაკისტანის ოფიციალურ პირებს „გულითადი“ საუბარი ჰქონდათ სასაზღვრო პუნქტის გახსნის თაობაზე


I
I

სიკხი მლოცველების მიერ უვიზოდ საზღვრის გადაკვეთის თაობაზე მოლაპარაკება ჰქონდათ ინდოეთის და პაკისტანის ოფიციალურ პირებს, რათა პირობები შეექმნათ პაკისტანში არსებული წმინდა სალოცავი ადგილების მონახულებისა.

14 მარტის შეხვედრის ფონია დაძაბულობის შენელება ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის მას მერე, რაც ვითარებას სახიფათოდ დაიძაბა ქაშმირში, ინდოეთის ტერიტორიაზე სისხლიან თავდასხმის შემდეგ.

ერთობლივი განცხადების თანახმად, მხარეებს დეტალურ და კონსტრუქციული დისკუსია ჰქონდათ საზღვრის გადაკვეთის თაობაზე. შეხვედრა შედგა ატარიში, ინდოეთის მხარეს, საზღვრის მახლობლად.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ინდოეთი და პაკისტანი „შეთანხმდნენ, რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი კარტარპურის დერეფანში. 14 მარტს, უფრო ადრე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მოჰამად ფეისალმა, რომელიც პაკისტანის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ სასაზღვრო პუნქტის გახსნა „მიმართული იყო მტრობის მეგობრობად გადაქცევისკენ“.

ბრიტანეთის კოლონიის დაშლის შემდეგ, ინდოეთი და პაკისტანი მტრულ ქვეყნებად ჩამოყალიბდნენ და სამი ომი ჰქონდათ. ორი ომი გაიმართა ჰიმალაის ქაშმირის რეგიონისთვის, სადაც მხარეები სისტემატურად ცვლიან ცეცხლს.

თანამშრომლობის იშვიათი გამოხატულებაა სასაზღვრო პუნქტის გახსნა, რის გამო შეთანხმებაც შარშან მოხდა. გამშვები პუნქტი გზას შეუმოკლებს ათასობით სიქხ მლოცველს, რომლებიც სიქხიზმის ფუძემდებლის, გურუ ნანაკის ტაძარს სტუმრობენ ყოველწლიურად.

2019 წელს ბაბა გურუ ნანაკის დაბადებიდან 550 წელი აღინიშნება. პაკისტანს სიქხების დიდი თემი ჰქონდა, მაგრამ მათი უმეტესობა ინდოეთში გადასახლდა 1947 წელს, ბრიტანეთის ინდოეთის ორ ნაწილად გაყოფის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG