Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ორი მოქალაქე გათავისუფლებულია


რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გაათავისუფლეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე.

გათავისუფლებულები შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გადაჰყავთ.

გიორგი ჩიტიშვილი და ალან მარღიშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ქართველ პოლიციელებს ერგნეთის საგუშაგოზე გადმოსცეს. 12 მარტს დაკავებულ პირებს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებოდათ ბრალად.

სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მათი გათავისუფლების მოთხოვნით ოსურ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG