Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსკლუზიური ინფორმაცია: ვაშინგტონში გაკეთებული ავტოფსია ადასტურებს, რომ ლესინს კისრის ძვალი ჰქონდა გადატეხილი


რუსეთის მედიის ყოფილი მინისტრი, მიხაილ ლესინი
რუსეთის მედიის ყოფილი მინისტრი, მიხაილ ლესინი

ორ წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ აშშ-ის ინფორმაციის თავისუფლების კანონის თანახმად, მოიპოვა ექსკლუზიური უფლება, წვდომა ჰქონოდა სამედიცინო დასკვნაზე, რომელიც ეხება Russia Today-ის დამაარსებლის, მიხაილ ლესინის სიკვდილს 2015 წელს.

ჩატარებული ავტოფსიის მასალების თანახმად, რომელიც ვაშინგტონის „მთავარი კორონერის ოფისმა“ გადასცა რადიო თავისუფლებას, პირველად გახდა ცნობილი, რომ მიხაილ ლესინს, რუსეთის პრესის ყოფილ მინისტრს, რომელიც ვაშინგტონში სასტუმროს ოთახში ნახეს მკვდარი 2015 წელს, კისრის ძვალი ჰქონდა მთლიანად გადატეხილი ყბის ხაზის ქვემოთ.

დოკუმენტის თანახმად, რომელიც ლესინის ბოლო დღეების ახალ დეტალებს შეიცავს, მოტეხილობა მოხდა ან სიკვდილის „დროს, ან მახლოებულ დროს“. დოკუმენტი, რომელიც 149 გვერდს შეიცავს და რომელიც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას გადაეცა 15 მარტს, არ შეიცავს ლესინის სიკვდილის გარემოების აშკარა დასტურს.

სხვა მტკიცებით, რომელსაც შეიცავს დოკუმენტი, ძვალი შეიძლება დაზიანებულიყო ავტოფსიის დროს.

დოკუმენტში წერია ასევე, რომ აშშ-ის „გამოძიების ფედერალური ბიურო“ 2016 წლის დასაწყისში განიხილავდა ამ საქმის გამოძიების შესაძლებლობას.

ოფიციალური ავტოფსიის თანახმად, ლესინის სიკვდილი სასტუმრო „დიუპონ სირკელში“, გამოწვეული იყო ბლაგვი საგნით დარტყმით, რომლის ფონი იყო ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესის მინისტრობის დროს 2000-იან წლებში, ლესინმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის ეროვნული ტელეარხების სახელმწიფოს კონტროლისთვის დაქვემდებარების საქმეში და ტელარხ „Russia Today“-ის ამოქმედებაში.

2012 წელს ლესინმა დაკარგა კრემლთან სიახლოვე და საჯაროდ აღარ ჩანდა.

ლესინის კავშირები რუსეთის მმართველ ელიტასთან, მისი სიკვდილის გარემოება, ასევე საეჭვო ვითარებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების სიკვდილი, ასაზრდოებს სპეკულაციას, რომ ის შეიძლებოდა მოეკლათ.

XS
SM
MD
LG