საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უქულოდ და უგოლოდ აგრძელებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თამაშს. ვლადიმირ ვაისის გუნდი შვეიცარიის ნაკრებთან 23 მარტს, თბილისში წაგების (0:2) შემდეგ, წუხელ დუბლინში ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და ისევ დამარცხდა - 0:1.
ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები D ჯგუფის აუტსაიდერია, ასევე უქულო გიბრალტართან ერთად. შესარჩევი ციკლის მომდევნო თამაშს ქართველი ფეხბურთელები სწორედ გიბრალტარელებთან გამართავენ, 7 ივნისს, თბილისში.
დაწერეთ კომენტარი