Accessibility links

site logo site logo

მამუკა ბახტაძე: საქართველო დღეს ისე ახლოსაა ნატოსთან, როგორც არასდროს


მამუკა ბახტაძე

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მტკიცედ გვჯერა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც ყველა მხარის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, წლევანდელი სწავლების ჩატარება ნიშნავს უფრო მეტ საქართველოს ნატოში და უფრო მეტ ნატოს საქართველოში. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ნატო-ს პარტნიორი არაწევრი ქვეყანა - საქართველოს ატარებს ამ სწავლებას:

საქართველოში მრავალეროვანი სწავლების ჩატარება, რომელშიც 24 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანაა ჩართული, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ალიანსი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანი განხორციელებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზების პროცესში. ეს არის ნატო-ს პირველი მრავალეროვანი სწავლება, რომელსაც თავიდან ბოლომდე ხელმძღვანელობს საქართველო. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ასეთი ნდობისა და აღიარებისათვის.

ის, რომ მრავალეროვანი სწავლება ჩვენს ქვეყანაში ტარდება, საქართველოსთვის ნიშნავს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, შეკავების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერებას, ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მისი განმარტებით ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებების ფორმატი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს სამხედროებმა მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად , ნატოს პროცედურების შესაბამისად აიმაღლონ თავიანთი პროფესიული უნარ-ჩვევები.

„საქართველო, როგორც ყოველთვის, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ მიისწრაფვის და წლების განმავლობაში მონაწილეობს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნატო-ს ძალისხმევაში, უსაფრთხოების მომხმარებლიდან დღეს უკვე უსაფრთხოების მიმწოდებელ სახელმწიფოდ გარდაიქმნა.

ჩვენი ქვეყანა ერთგულია თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების საერთო ღირებულებებისადმი, რომელთა საფუძველზეც ნატო შეიქმნა. საქართველომ ეს ყოველივე დემოკრატიული რეფორმების განხორციელებით და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით დაამტკიცა. ამიტომაც საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, დღეს ისე ახლოსაა ნატოსთან, როგორც არასდროს“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კრწანისში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გამოსვლისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG