Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია ეკონომიკის მინისტრის აგარაკის ქურდი


ეკონომიკის მინისტრის სახლის გაქურდვისთვის 29 წლის მამაკაცი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1990 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.უ., რომელმაც გიორგი ქობულიას წყნეთში მდებარე აგარაკი 16 მარტს გაქურდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 16 მარტს დაბა წყნეთში მდებარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას აგარაკზე უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მ.უ. მომხდარიდან მალევე თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი
ნივთმტკიცებად ამოიღო“, - აცხადებენ შს სამინისტროში.

მ.უ.-ს დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

შს სამინისტრო რამდენიმე დღის განმავლობაში თავს არიდებდა ეკონომიკის მინისტრის აგარაკის გაქურდვის ფაქტის დადასტურებას. კომენტარს თავს არიდებდა თავად გიორგი ქობულიაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG