Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალტელმა ჯარისკაცებმა კონტროლი დაამყარეს თურქეთის ხომალდზე, რომელიც მიგრანტებმა გაიტაცეს


მალტელმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს თურქეთის სატვირთო ხომალდზე, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ჯგუფმა გაიტაცა.

საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ცნობით, მალტის ფლოტის საპატრულო გემმა გატაცებული ხომალდი გააჩერა მალტის ტერიტორიული წყლების საზღვართან. კიდევ ერთი საპატრულო გემისა და ვერტმფრენის მხარდაჭერით, სამხედროები თურქეთის სატვირთო გემზე გადავიდნენ და მასზე კონტროლი დაამყარეს.

ხომალდი შევიდა მალტის დედაქალაქ ვალეტის პორტში და მოსალოდნელია, რომ 108 მიგრანტს ლტოლვილთა ბანაკში მოათავსებენ.

მალტელი სამხედროები ადასტურებენ, რომ მათ გატაცებული გემის კაპიტანი დაუკავშირდა დახმარების თხოვნით.

იტალიის მედიის თანახმად, თურქული ხომალდი ლიბიისაკენ მიეშურებოდა, რათა იქ დაეტოვებინა ზღვაში გადარჩენილი ხალხი. მაგრამ ნაპირიდან 10-მდე კილომეტრში მიგრანტებმა კონტროლი დაამყარეს ხომალდზე და, სავარაუდოდ, ეკიპაჟს აიძულეს ევროპისაკენ კურსის აღება.

უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ლიბიაში მიგრანტებს ათავსებენ ბანაკებში, სადაც მათი უფლებები ირღვევა და გავრცელებულია ძალადობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG