Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაკუტიის მმართველმა მიგრანტების დასაქმება აკრძალა


იაკუტიის მმართველმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც კრძალავს უცხოელების სამუშაოზე აყვანას რეგიონის ტერიტორიაზე.

მიგრანტებს ეკრძალებათ მუშაობა ეკონომიკის, ასევე სხვა სფეროებში. გადაწყვეტილების ფონია დაძაბულობა რეგიონში, რაც მოჰყვა შუა აზიელი მიგრანტის დაკავებას. პირი ეჭვმიტანილია ადგილობრივი ქალის გაუპატიურებაში.

აისენ ნიკოლაევის ბრძანებულება, რომელიც გამოქვეყნდა რეგიონის მთავრობის ვებ საიტზე 28 მარტს, უკრძალავს მუშაობას უცხოელებს 33 სფეროში, მათ შორის ვაჭრობის, საქალაქო ტრანსპორტის, სურსათის წარმოების, სამშენებლო და საბუხჰალტრო სფეროებში.

ნიკოლაევის განცხადებით, ბრძანებულება სრულ შესაბამისობაშია ფედერალურ კანონთან, ტექსტი შეიცავს პასაჟს შრომის ბაზარზე არსებული ვითარების და რუსეთის მოქალაქეთათვის დასაქმებაში პრიორიტეტის მინიჭების შესახებ. მთავრობის ნაბიჯი მოჰყვა თავდასხმების ტალღას უცხოელებზე. ვითარება დაიძაბა, როცა 36 წლის ადგილობრივი ქალის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი 23 წლის ყირგიზი დააკავეს 17 მარტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG