Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ვენაში შეხვდებიან


ნიკოლ ფაშინიანი, ილჰამ ალიევი
ნიკოლ ფაშინიანი, ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დღეს, 29 მარტს ვენაში შეხვდებიან ერთმანეთს. საუბრის თემა იქნება მთლიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

"ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისგან მიღებული შეთავაზების საფუძველზე მიღწეულია შეთანხმება 29 მარტს, ვენაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის თაობაზე, რათა განიხილონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხი", - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG