Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი რეჟისორი ანეს ვარდა


ანეს ვარდა
ანეს ვარდა

91 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგი რეჟისორი ანეს ვარდა. ოჯახის წევრებზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობების თანახმად, რეჟისორის სიკვდილის მიზეზი გახდა მკერდის კიბო.

ანეს ვარდას, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი ფრანგი რეჟისორის, ფილმი „ბედნიერება“, თავის დროზე, ბერლინის კინოფესტივალის „ვერცხლის დათვით“ დაჯილდოვდა. მისმა მეორე ფილმა, „მაწანწალა“ ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზის „ოქროს ლომის“ გამარჯვებული გახდა. ანეს ვარდა დაჯილდოებული იყო "პალმის ოქროს რტოთი" და „ოსკარით“ კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის.

ფრანგ რეჟისორს უწოდებდნენ ადამიანს, რომელმაც დასაბამი მისცა ფრანგული კინემატოგრაფის „ახალ ტალღას.“ ანეს ვარდას გარდაცვალების შემდეგ, ჟან-ლიუკ გოდარია ამ მიმდინარეობის ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი რეჟისორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG