Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიბულაში ზვიდ გამსახურდიას მუზეუმი მოეწყობა


ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში იმ სახლს ესტუმრა, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა.

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ სახლში ფონდი „ქართუ“ მუზეუმს გახსნის. ივანიშვილი ხიბულაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ სოფლისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაჰპირდა:

„ჩათვალეთ, რომ ამას ის კაცი გიკეთებთ, ვინც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა“, - უთხრა მათ ბიძინა ივანიშვილმა.

მუზეუმის გარშემო დაიგეგმა დასავენებელი პარკის და ეკლესიის მშენებლობაც.

XS
SM
MD
LG