Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პარლამენტმა კვლავ ჩააგდო შეთანხმება „ბრექსიტის“ თაობაზე


ევროკავშირი 10 აპრილს საგანგებო სამიტის გამართვის მოწოდებით გამოვიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის თემთა პალატამ მესამედ ჩააგდო ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიუსელთან შეათანხმა.

დოკუმენტის პროექტს მხარი დაუჭირა 286-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო - 344.

წინა ორი კენჭისყრისაგან განსხვავებით, პარასკევს დეპუტატები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ „ბრექსიტის“ ის შეთანხმება, რომელიც კერძოდ ეხება მოქალაქეთა უფლებებსა და ირლანდიის სადავო „backstop“-ის რეჟიმს - ჩრდილოეთ ირლანდიის ყოფნას ევროკავშირის საბაჟო კავშირსა და ერთიან ევროპულ ბაზარში, „ბრექსიტის“ გარდამავალი პერიოდის დადგომის შემდეგ.

პარასკევის კენჭისყრას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა დიდი ბრიტანეთის იმ გეგმის რეალიზებისათვის, რომელიც 22 მაისამდე ითვალისწინებს „ბრექსიტის“ გადავადებას.

ევროკავშირის ბოლო სამიტის გადაწყვეტილებით, თუ შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს თემთა პალატა, მაშინ „ბრექსიტის“ გადავადება მოხდება მოკლე ხნით - 12 აპრილამდე, ხოლო ბრიტანეთმა უნდა გამოაქვეყნოს შეთანხმების გარეშე გასვლის გეგმა.

პარასკევის კენჭისყრის შედეგს „სამწუხარო“ უწოდა ევროკომისიამ, რომელმაც ყველაზე მოსალონდელი უწოდა ევროკავშირიდან ბრიტანეთის შეთანხმების გარეშე გასვლის სცენარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG