Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის პარლამენტმა მმართველი პარტიის წევრს ჩამოართვა მანდატი ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ


 ცვეტან ცვეტანოვი
ცვეტან ცვეტანოვი

ბულგარეთის პარლამენტმა მანდატი ჩამოართვა მმართველი პარტია „გერბის“ ფრაქციის ლიდერს ცვეტან ცვეტანოვს კორუფციული სკანდალის შემდეგ. უფრო ადრე იმავე მიზეზით თანამდებობიდან გადადგა იუსტიციის მინისტრი ცეცკა ცაჩევი.

მარტში რადიო თავისუფლების ბულგარულმა სამსახურმა, გამოცემა „ხარმა“ და ქვეყნის საზოგადოებრივმა ანტიკორუფციულმა ფონდმა გამოაქვეყნეს გამოძიება მმართველი პარტია „გერბის“წარმომადგენელი ოთხი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსისათვის ერთ-ერთ ელიტურ საცხოვრებელ სახლში ბინების დაბალ ფასში მიყიდვის შესახებ.

მანამდე პარტიის დეპუტატებმა კანონში ცვლილება შეიტანეს, რაც მშენებარე კომპანიას საშუალებას აძლევდა სოფიის ცენტრში ცათამბჯენის აშენებისა.

ოპოზიციის ზეწოლის შედეგად კორუფციული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა იუსტიციის მინისტრმა, შემდეგ კი გადადგომის განცხადება დაწერა მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, ცვეტან ცვეტანოვმა. თუმცა მაღალჩინოსნები ბრალდებას უარყოფენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG