Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი რუმინეთს აკრიტიკებს კანონის უზენაესობიდან გადახვევისთვის


ლაურა კოვეში
ლაურა კოვეში

ევროკომისიამ გააკრიტიკა რუმინეთი კანონის უზენაესობიდან გადახვევისავის და ბუქარესტს მოუწოდა, რათა დაიცვას სამართლიანობა ლაურა კოვეშის, ქვეყნის ანტოკორუფციული პროკურატურის ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ, რომელიც ერთ-ერთი რეალური კანდიდატია ევროკავშირის ფინანსური დანაშაულებების სახალხო პროკურორის თანამდებობის პოსტზე.

რუმინეთში, რომელიც ამჟამად ევროკავშირის მორიგი თავმჯდომარე ქვეყანაა, კოვეშის 28 მარტს ბრალი წაუყენეს კორუფციაში და აუკრძალეს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება.

ლაურა კოვეში ანტიკორუფციულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა ევროკავშირში ყველაზე უფრო კორუმპირებულად მიჩნეულ ქვეყანაში, ვიდრე შარშან რუმინეთის მემარცხენე მთავრობამ იგი არ გადააყენა თანამდებობით ბოროტად სარგებლობისათვის.

ხელისუფლების კრიტიკოსების თქმით მისი განთავისუფლება გამოიწვია კოვეშის მიერ სარეკორდო რაოდენობით მინისტრების და გავლენიანი პოლიტიკოსების, მათ შორის მმართველი სოციალ-დემოკრატიულ პარტიის ლიდერის, ლივის დრაგნეას დადანაშაულებამ კორუფციაში.

XS
SM
MD
LG