Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე - მოსამართლეების შესახებ კანონპროექტს ვენეციის კომისია დადებითად შეაფასებს


პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ვენეციის კომისიისგან დადებითი შეფასება ექნება კანონპროექტს მოსამართლეების შესახებ, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის მიერაა ინიცირებული. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანონპროექტი გულისხმობს გამჭვირვალე პროცედურებს, მოსამართლეების შერჩევის პროცესში.

" ჩვენ გვაქვს დრო მეორე მოსმენამდე იმისთვის, რომ დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის შემდეგ უკვე მეორე მოსმენით იქნება მიღებული ჩვენი კანონპროექტი. გავუზიარებთ ჩვენ პოზიციას ვენეციის კომისიას და დარწმუნებული ვარ, რომ ვენეციის კომისიის პოზიცია იქნება დადებითი. ამ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის, რომ კანონპროექტი ეფუძნება საუკეთესო პრაქტიკას და უფრო მეტიც, ის ადგენს უპრეცენდეტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას",- განაცხადა კობახიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG