Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ კახიძე: მმართველი პარტია ცდილობს, ჩინჩალაძის „კლანს“ გადაუფორმოს უზენაესი სასამართლო


„მმართველი პარტია ცდილობს, ჩინჩალაძის „კლანს“ გადაუფორმოს საბოლოოდ უზენაესი სასამართლო, რითაც უნდა სასამართლო რეფორმის რეალური პერსპექტივა მოკლას“, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

ოთარ კახიძის თქმით, „ევროპულმა საქართველომ" კომისიის წევრებს საკუთარი ხედვები გააცნო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით შემუშავებულ კანონპროექტზე და იმედი აქვს, რომ კომისია მათ მოსაზრებებს გაითვალისწინებს.

„ჩვენ მათ ავუხსენით, რომ ჩინჩალაძის „კლანი“ მთლიანად აკონტროლებს დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ/მესამედს და შესაბამისად, დაუშვებელია მათზე კანონპროექტების მორგება. ასევე, ვუთხარით ჩვენი შეთავაზება, რომ ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი შედგეს კანდიდატების ირგვლივ და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. ვენეციის კომისიის ექსპერტები, რა თქმა უნდა, გარდა სამართლებრივი მიმოხილვისა, აუცილებლად მიიღებენ მხედველობაში იმ კონტექსტს, რომელიც გვაქვს ქვეყანაში", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ვენეციის კომისიის დელეგაციამ პირველი აპრილს შეხვედრები გამართა საქართველოს პარლამენტში.

XS
SM
MD
LG