Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში ისევ დააკავეს ოპოზიციონერი ბაირამ მამადოვი


გიაზ იბრაჰიმოვი და ბაირამ მამადოვი (მარჯვნივ)
გიაზ იბრაჰიმოვი და ბაირამ მამადოვი (მარჯვნივ)

აზერბაიჯანში ისევ დააკავეს ოპოზიციონერი ბაირამ მამადოვი - სულ ორ კვირაში მას შემდეგ, რაც ციხიდან გამოუშვეს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ამნისტიით.

ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მამადოვი 30 მარტს დააკავეს, რასაც მოჰყვა ბაქოს სასამართლოში მისთვის 30 დღით პატიმრობის შეფარდება.

23 წლის ბაირამ მამადოვი ახალგაზრდულ მოძარაობა „ნიდას“ წევრია. მამამისმა, ფარმან მამადოვმა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სი-ს უთხრა, რომ არ გააჩნია ზუსტი ინფორმაცია შვილისთვის წაყენებულ ბრალდებაზე, მაგრამ, როგორც შეატყობინეს, მას უთანხმოება ჰქონდა პოლიციელთან.

მამადოვი გიაზ იბრაჰიმოვთან ერთად დააპატიმრეს 2016 წლის მაისში მას შემდეგ, რაც ყოფილ პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ძეგლზე გააკეთა წარწერა „გილოცავთ მონობის დღეს“. ორივეს მიუსაჯეს 10-10 წლით პატიმრობა ნარკოდანაშაულში ბრალდებით, რომელსაც ორივე უარყოფს. როგორც მამადოვი ამბობს, მას წამებით აიძულეს ბრალის აღიარება.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 16 მარტს შეიწყალა 400-ზე მეტი პატიმარი, მათ შორის ადამიანები, ვინც საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს პოლიტპატიმრებად მიაჩნიათ. მათ შორის არიან მამადოვი და გიაზ იბრაჰიმოვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG