Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პენსი თურქეთსა და გერმანიას აფრთხილებს რუსეთთან კონტრაქტების გამო


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თურქეთი და გერმანია გააფრთხილა რუსეთთან მათი კონტრაქტების გამო. მან ანკარას „წინდაუხედავი“ უწოდა, ხოლო გერმანიაზე თქვა, რომ ის თავს იგდებს მოსკოვის „ტყვეობის“ საფრთხეში.

პენსმა ეს შეფასებები გამოთქვა 3 აპრილს ვაშინგტონში, სადაც იმართება ნატოს დაარსების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. თურქეთიც და გერმანიაც ნატოს წევრები არიან.

პენსმა კვლავ გამოხატა აშშ-ის უარყოფითი პოზიცია თურქეთის მიერ რუსეთისაგან ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის ყიდვის მიმართ. მისი თქმით, ანკარამ უნდა აირჩიოს ან მნიშვნელოვან ნატოელ მოკავშირედ დარჩენა, ან კიდევ რუსეთთან გარიგებით „დიდი საფრთხის“ შექმნა ალიანსისათვის.

რაც შეეხება გერმანიას, ვაშინგტონი აკრიტიკებს გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტს, რომელიც გაზის რუსეთიდან გერმანიაში, ბალტიის ზღვის გავლით ექსპორტს ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG