Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთის ამომრჩევლები მარკირებას აღარ გაივლიან


ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობა შეცვალა. სოხუმში დღეს გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაუქმდა ამომრჩევლის მარკირების წესი და ე.წ. მიმაგრებითი ბარათი, რომლითაც შესაძლებელი იყო ხმის სხვა უბანზე მიცემა.

სააგენტო "აფსნიპრესს" მოჰყავს დე ფაქტო პარლამენტის სამართლებივი პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ვალერი აგრბას სიტყვები იმის შესახებ, რომ „აფხაზეთი პატარა ქვეყანაა და აუცილებლობის შემთხვევაში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თავის უბანზე მისვლა და ხმის მიცემა.“

გარდა ამისა, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა აკრძალა უცხო ქვეყნის მოქალაქეების და უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა საარჩევნო აგიტაციასა და კანდიდატების მხარდამჭერ აქციებში.

ამ გადაწყვეტილებების მიღებამდე აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დაამტკიცა დადგენილება ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების 21 ივლისს ჩატარების შესახებ.

XS
SM
MD
LG