Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო „ჰერეთმა“ ბათუმში მაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, სამაუწყებლო კომპანია ,,ჰერეთს“ ბათუმში, FM97.3-ზე საერთო რადიომაუწყებლობის ახალი ლიცენზია მიანიჭა.

გადაწყვეტილება, კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ განმეორებით სხდომაზე მიიღო. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი სასამართლო პროცესი, რომელიც ,,ჰერეთის“ სასარგებლოდ დასრულდა.

საქმე ეხება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, ჩაშლილად გამოცხადებულ კონკურსს “კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად ქ.ბათუმში”, სადაც ჰერეთთან ერთად რადიო “პალიტრაც” მონაწილეობდა. ახალი კონკურსი კომისიამ იმავე სხდომაზე გამოაცხადა, თუმცა ჩაშლილ კონკურსზე კონკურსანტებს ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები არ ჩაეთვალათ. გარდა ამისა, კონკურსანტებს ხელახლა უნდა წარედგინათ ახალი დოკუმენტაცია. პალიტრამ ახალ კონკურსზე დოკუმენტაცია ხელახლა წარადგინა, ჰერეთმა კი ჩაშლილი კონკურსი გაასაჩივრა.

ჰერეთი ახალ, რიგით მეოთხე რადიოსადგურს, რომელის მდებარეობაც ბათუმში იქნება, უახლოეს მომავალში გაუშვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG