Accessibility links

site logo site logo

ლევან იზორია: „ჰიბრიდული ომის ნაწილია, როდესაც ჯარისკაცს ეუბნები, რომ სისტემური პრობლემებია“


ლევან იზორია

„უწყების დისკრედიტაცია და ჰიბრიდული ომის ნაწილია, როდესაც ჯარისკაცს ეუბნები, რომ სისტემური პრობლემებია, რომ შიმშილის პირას ხარ მისული იმიტომ, რომ თურმე ხორცით უზრუნველყოფა უწყვეტად აღარ ხდება, თურმე უნიფორმით მომარაგება არ ხდება,“- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

მისი შეფასებით, ოპოზიციისა და მედიის ამგვარი განცხადებები ჯარისკაცებსა და ოფიცრებზე მიტანილი ფსიქოლოგიური და საინფორმაციო დარტყმაა. „ამაზე მექნება ძალიან მწვავე რეაგირება. რატომ? იმიტომ რომ არ შეესაბამება სიმართლეს,“- აღნიშნა ლევან იზორიამ პარლამენტში მიმდინარე „სამთავრობო საათზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG