Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2022 წლის შემდეგ აშშ უარს იტყვის რუსეთის RD-180 ტიპის სარაკეტო ძრავების შესყიდვაზე


აშშ უარს იტყვის რუსეთის RD-180 ტიპის სარაკეტო ძრავების შესყიდვაზე 2022 წლის შემდეგ. ამის შესახებ კონგრესში გამართულ მოსმენაზე განაცხადა აშშ-ის კოსმოსური ძალების სარდალმა ჯონ რაიმონდმა. გენერალმა დააზუსტა, რომ 2022 წლის შემდეგ ამ ძრავების შესყიდვა კანონით იქნება აკრძალული. რაიმონდის თქმით, აშშ-მა დამოუკიდებლად განახორციელა 76 რაკეტის წარმატებული გაშვება. მათი ხარჯები 2012 წელთან შედარებით 25 %-ით შემცირდა.

მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ამერიკული რაკეტმზიდებისთვის რუსულ RD-180-ს შეცვლის ჟანგბად-მეთანის ძრავები. მათ აწარმოებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ი. ძრავების მიწოდება სავარაუდოდ 2020 წლიდან დაიწყება.

უახლოეს მომავალში აშშ-ს გადაწყვეტილი აქვს, რომ უარი თქვას რუსეთის პილოტირებული ხომალდის, „სოიუზის“ გამოყენებაზე. ეს ხომალდები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ეკიპაჟების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. აშშ-ის ასტრონავტების ტრანსპორტირებისთვის მომავალში გამოიყენებენ ამერიკული კერძო კომპანიების, SpaceX-ისა და Boeing-ის ხომალდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG