Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთში დაზვერვის ოფიცრებს 30-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ ჟურნალისტის მკვლელობისათვის


სლავკო ჩურუვია
სლავკო ჩურუვია

5 აპრილს სერბეთის სასამართლომ ოცდაათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ცნობილი ჟურნალისტის სლავკო ჩურუვიას მკვლელობაში ბრალდებულს, ყოფილი იუგოსლავიის დაზვერვის ყოფილ უფროსს რადე მარკოვიჩს და ოფიცერ მილან რადონიჩს. მარკოვიჩი უკვე იხდის 40 წლიან სასჯელს პოლიტიკურ ნიადაგზე ჩადენილი სხვა მკვლელობისთვის.

სლავკო ჩურუვია, რომელიც ორი დამოუკიდებელი გაზეთის გამომცემელი და მთავრი რედაქტორი იყო, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა თავის საცხოვრებელ სახლთან, 1999 წლის 11 აპრილს, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ნატომ საავიაციო იერიშები წამოიწყო სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმის წინააღმდეგ კოსოვოს ეთნიკური ალბანალების დასაცავად.

ჟურნალისტი სლავკო ჩურუვია ხმამაღლა აკრიტიკებდა იუგოსლავიის ავტოკრატ ლიდერ სლობოდან მილოშევიჩს.

5 აპრილის სასამართლო სხდომაზე მოსამართლე სნეჟანა იოვანოვიჩიმა იმავე სისხლის სამართლის საქმეზე 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა კიდევ ორ პირს - დაზვერვის ყოფილ ოფიცერ რატკო რომიჩსა და მიმალვაში მყოფ მიროსლავ კურაკს, ამ უკანასკნელს დაუსწრებლად.

მილოშევიჩი 2001 წელს დააპატიმრეს და გადასცეს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს.

კაცობრიობის წინაშე არაერთი მძიმე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი 2006 წლის 11 მარტს ჰააგის ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG