Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად რატიანი 8 საუკეთესო ევროპელ პოეტს შორის დასახელდა


პოეტი ზვიად რატიანი კონკურსის „ევროპელი პოეტები თავისუფლებისათვის“ შერჩეულ 8 პოეტს შორის მოხვდა.

ეს ლიტერატურული კონკურსი პოლონეთის ქალაქ გდანსკის მერიის ორგანიზებით ტარდება და მიზნად ისახავს თანამედროვე პოეზიის პოპულარიზებას.

ნომინანტებს კი გამორჩეული მხატვრული ღირებულების მქონე იმ პოეტებს შორის არჩევენ, რომლებიც თავისუფლებაზე წერენ.

ნომინანტის ნამუშევრები პოლონურ ენაზე ითარგმნება.

კონკურსის გამარჯვებული 2020 წლის მარტში დასახელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG