Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს საზღვაო წვრთნები ჩაუტარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩატარდა სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდების ერთობლივი საზღვაო წვრთნები.

სწავლებებში მონაწილეობდა: აშშ-ის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადმოცემული 2 ხომალდი - „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“, ასევე, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის 4 ხომალდი - „HNLMS Evertsen“ (ნიდერლანდების სამეფო), „TCG Yildirim“ (თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI” (ბულგარეთი) და ”ROS Regele Ferdinand” (რუმინეთი).

საზღვაო წვრთნები მოიცავდა ნატოს ტაქტიკური სახელმძღვანელოს გამოყენებით ერთობლივ საზღვაო მანევრებსა და აბორდაჟის პროცედურებს.

წვრთნების მიზანი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.

XS
SM
MD
LG