Accessibility links

site logo site logo

სპორტის საერთაშორისო დღე „თეთრი ბარათის“ კამპანიით აღინიშნება


6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება და ამ დღეს საქართველო მსოფლიოსთან ერთად „თეთრი ბარათის“ კამპანიით ხვდება.

ორგანიზაცია „მშვიდობა და სპორტი“ საქართველოს მიმდინარე „თეთრი ბარათის“ კამპანიას აფასებს და თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე წერს, რომ კამპანია საქართველოში ქვეყანაში ორიგინალურად მიმდინარეობს -წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წყალქვეშ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

საქართველო ამ კამპანიას 2 აპრილიდან შეუერთდა. მასში ჩაერთნენ ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და ლეგიონერები. სპორტის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით 2013 წლიდან აღინიშნება.

ამ დღის აღსანიშნავად, თბილისში, ვაკის პარკში, დილიდან სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები იმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG