Accessibility links

site logo site logo

ტრამპი უკანონო მიგრაციის შესახებ: "ჩვენი ქვეყანა სავსეა"


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, "ჩვენი ქვეყანა სავსეაო" და დასძინა, რომ უკანონო იმიგრაცია უნდა შეწყდეს. პრეზიდენტი ამ განცხადებებით მექსიკასთან საზღვარზე ვიზიტისას გამოვიდა.

"სისტემა სავსეა და ვეღარ მიგიღებთ... ჩვენი ქვეყანა სავსეა" - თქვა ტრამპმა სასაზღვრო ქალაქ კალექსიკოში გამართულ შეხვედრაზე საზღვრის დაცვის წარმომადგენლებთან. "უკან გაბრუნდით. ასეა ეს ამბავი" - მიმართა მან უკანონო მიგრანტებს და თავშესაფრის მაძიებლებს. "ჩვენს სამხრეთის საზღვარზე ნამდვილად საგანგებო მდგომარეობაა" - განაცხადა ტრამპმა, რითიც მიანიშნა მის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე საიმისოდ, რომ მოიპოვოს საზღვარზე მასშტაბური კედლის ასაშენებელი თანხები. კონგრესმა პრეზიდენტს ამ თანხების გამოყოფაზე უარი უთხრა.

სასაზღვრო უსაფრთხოება ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის მნიშვნელოვან საკითხად აქცია. თუმცა მის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აქტი, რასაც დემოკრატები ეწინააღმდეგებიან, კალიფორნიაში და კიდევ 19 შტატში გასაჩივრებას ექვემდებარება, რადგან ამ შტატებს სურთ სასამართლომ შეაჩეროს თანხების გადინება კედლის ასაშენებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG