Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასობით ალჟირელი მეშვიდე კვირაა პოლიტიკურ ცვლილებებს ითხოვს


ალჟირის დედაქალაქში მეშვიდე კვირაა ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციებში, პოლიტიკური სისტემის ცვლილებების მოთხოვნით.

5 აპრილის აქცია გაიმართა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც გადადგა ქვეყნის პრეზიდენტი, აბდულაზიზ ბუტეფლიკა. ალჟირს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ 1954-1962 წლების, საფრანგეთთან დამოუკიდებლობის ომის ვეტერანები. ბუტეფლიკას გადადგომის შემდეგ, დიდწილად მშვიდობიანი აქციების მონაწილეები ითხოვენ სამთავრობო რეფორმებს და ხელისუფლებაში ახალი თაობის ლიდერების მოსვლას.

დასავლეთი დაძაბულად ადევნებს თვალს ალჟირში მიმდინარე მოვლენებს და ექსტრემისტების აღზევების პოტენციურ საფრთხეს. ალჟირი ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ჯგუფის, OPEC-ის წევრია და ევროპისთვის გაზის მნიშვნელოვანი მიმწოდებელი. ბუტეფლიკას გადადგომამ ვერ განმუხტა შექმნილი დაძაბულობა, მიუხედავად დროებითი მთავრობის დანიშვნისა, რომელიც ქვეყანას სამ თვეში დანიშნულ არჩევნებამდე უხელმძღვანელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG