კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო გამოდის გაფრთხილებით, რომ არსებობს რუსეთის და უცხოეთის სხვა ძალების ჩარევის საფრთხე ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში.
"ბოლო წლებში ვიხილეთ დემოკრატიულ პროცესებში უცხოეთის ძალების ჩარევის ან კავშირის მზარდი ტენდენცია" - განაცხადა ტრუდომ ტორონტოში გამაართულ პრეს-კონფერენციაზე 5 აპრილს. "ნათლად დავინახეთ, რომ რუსეთის მსგავსი ქვეყნები დგანან პოლარიზაციის გამომწვევი კამპანიების, პოლარიზაციის გამომწვევი სოციალური მედიის უკან, რამაც ჩვენი პოლიტიკა კიდევ უფრო გახლეჩილი და სიბრაზით სავსე გახადა".
ტრუდომ დასძინა, რომ კანადის დემოკრატიული ინსტიტუტების მინისტრი, კარინა გულდი, მუშაობს მნიშვნელოვან მექანიზმებზე, რათა არჩევნები დაცული იყოს და კენჭისყრის შედეგი კანადელებმა განსაზღვრონ.
აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები და ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს ადანაშაულებენ მათთან ბოლო წლებში ჩატარებულ არჩევნებში ჩარევაში, 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის ჩათვლით. რუსეთი უარყოფს ამ ბრალდებებს.