Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი სიყალბეს უწოდებს ინდოეთის განცხადებას თვითმფრინავის ჩამოგდებაზე


პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის თქმით, დადასტურდა სიყალბე ინდოეთის მიერ გაკეთებული განცხადებისა, რომ მან პაკისტანის F-16 საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო თებერვალში შექმნილი დაძაბულობის დროს.

აშშ-ში გამომავალმა ჟურნალმა, "ფორინ პოლისიმ" 4 აპრილს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერია, რომ პაკისტანის ყველა F-16 საბრძოლო თვითმფინავი აღრიცხულია.

"სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და ის ყოველთვის საუკეთესო გზაა" - წერს ხანი ტვიტერზე 6 აპრილს. მისი თქმით, ეს "ყალბი განცხადებები" წარმოადგენდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდა მოდის მთავრობის მცდელობას გაიმარჯვონ არჩევნებში, "საომარი ისტერიის გაძლიერებით". ინდოეთში საყოველთაო არჩევნები 11 აპრილს არის დანიშნული.

ინდოეთის საჰაერო ძალებმა უარყო "ფორინ პოლისის" ანგარიში და განაცხადა, რომ მოეპოვება პაკისტანის F-16-ის ჩამოგდების მტკიცებულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG