Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა ბარიკადა აღმართეს დედაქალაქის ცენტრში


სერბეთში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე, რომელიც 6 აპრილს ზედიზედ მე-18 შაბათს გაიმართა, აქციის მონაწილეებმა ჯერ წუთიერი პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის დროს ბელგრადის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. შემდეგ მსვლელობამ გადაინაცვლა მთავრობის სახლის წინ, ქალაქის ცენტრში, სადაც მოგვიანებით დემონსტრანტებმა სამშენებლო კონსტრუქციებისგან ბარიკადა აღმართეს მერიის შენობის წინ.

სერბები მე-18 კვირაა მართავენ ანტისამთავრობო მსვლელობებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოთხოვნით, გადადგეს პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, გათავისუფლდეს მთავრობის ზეწოლისაგან მედია და დაინიშნოს თავისუფალი არჩევნები.

პასუხად ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მას არ ეშინია ანტისამთავრობო გამოსვლების, რომელთა ლიდერს უწოდა „ფაშისტები, ხულიგნები და ქურდები.“

ერთ-ერთი ბოლო აქციის დროს, დემონსტრანტები შეიჭრნენ ტელეკომპანია „ტვ პინკის“ შენობაში, რომელსაც ოპონენტები ხელისუფლების მთავარ რუპორს უწოდებენ.

„ძალადობას ადგილი აღარ ექნება. სერბეთი დემოკრატიული ქვეყანაა, კანონის და წესრიგის ქვეყანა და სერბეთმა იცის, თუ როგორ იმოქმედოს“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG