Accessibility links

site logo site logo

ლიბიაში ათასობით ადამიანი გაურბის ბრძოლებს დედაქალაქ ტრიპოლისთან


ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის ჯარისკაცები ტრიპოლის ერთ-ერთ გარეუბანში, 2019 წლის 6 აპრილი.

ლიბიაში, სულ ცოტა, 2800 ადამიანი გაექცა დედაქალაქ ტრიპოლისთან გასულ კვირაში დაწყებულ ბრძოლებს. ამ ინფორმაციას გაერო ავრცელებს.

4 აპრილიდან, ანუ მას შემდეგ, რაც თვითგამოცხადებულმა „ლიბიის ეროვნულმა არმიამ“ წამოიწყო იერიში ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის წინააღმდეგ, მოკლულია 30-ზე მეტი ადამიანი.

ლიბიანში გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორი, მარია დო ვაიე რიბეირო აღნიშნავს, რომ ბრძოლამ ხელი შეუშალა მაშველებს მსხვერპლთან და სამოქალაქო პირებთან მისვლაში, დააზიანა ელექტროგადამცემი გაზები.

იუწყებიან აგრეთვე, რომ 8 აპრილს სამხედრო თვითმფრინავმა იერიში მიიტანა ლიბიის დედაქალაქის ერთადერთ მოქმედ აეროპორტზე, რომელიც ტრიპოლიდან 20-დმე კილომეტრში მდებარეობს. აეროპორტი დაიხურა და მის მახლობლად ბრძოლები გააქტიურდა.

გაერო, აშშ, ევროკავშირი და რუსეთი დაპირისპირებულ მხარეებს დაზავებისაკენ და პოლიტიკური დიალოგის განახლებისაკენ მოუწოდებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG