Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი აშშ-დან კრიტიკის მიუხედავად არ აპირებს, უარი თქვას რუსეთისაგან S-400 საზენიტო სისტემების ყიდვაზე 


2019 წლის 8 აპრილი, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და რეჯეპ ტაიპ ერდოანის შეხვედრა მოსკოვში
2019 წლის 8 აპრილი, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და რეჯეპ ტაიპ ერდოანის შეხვედრა მოსკოვში

თურქეთი არ აპირებს უარის თქმას რუსეთისაგან S-400 საზენიტო-საჰაერო სისტემების ყიდვაზე ვაშინგტონიდან მზარდი ზეწოლის მიუხედავად. ამის შესახებ ერდოანმა განაცხადა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

მოსკოვში ერდოანის წელს უკვე მესამე ვიზიტის ფონია აშშ-ისა და სხვა ნატოელი მოკავშირეების დავა ასევე ნატოს წევრ თურქეთთან მისი გადაწყვეტილების გამო, იყიდოს რუსული წარმოების საზენიტო-საჰაერო რაკეტები, რომლებიც შეუთავსებელია ნატოს სისტემებთან და მიჩნეულია საფრთხედ ამერიკული წარმოების F-35 საბრძოლო თვითმფრინავებისათვის.

მაგრამ ანკარამ და მოსკოვმა ბოლო წლებში მჭიდრო ურთიერთობა დაამყარეს. ამავდროულად უარესდება ვაშინგტონთან და ევროკავშირთან თურქეთის ურთიერთობა.

პუტინი S-400-ის შესახებ კონტრაქტს უწოდებს „მთავარ პრიორიტეტს“ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კუთხით. მისივე თქმით, შეიარაღების სფეროში მზადდება სხვა შეთანხმებებიც.

XS
SM
MD
LG