Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლომ 14 ივლისამდე გაუგრძელა შინაპატიმრობის ვადა ამერიკელ ბიზნესმენ მაიკლ კალვის


მაიკლ კალვი
მაიკლ კალვი

რუსეთის სასამართლომ 14 ივლისამდე გაუგრძელა შინაპატიმრობის ვადა ამერიკელ ბიზნესმენს, საინვესტიციო ფონდ Baring Vostok-ის ხელმძღვანელ მაიკლ კალვის.

მანამდე კალვის ადვოკატებმა სასამართლოს სთხოვეს, მათი კლიენტი გაეთავისუფლებინა გაუსვლელობის ხელწერილით ან 5 მილიონი რუბლის გირაოთი. თავად ბიზნესმენმა ასევე აღნიშნა, რომ „გაუსვლელობის ხელწერილმა შეიძლება დააკმაყოფილოს გამოძიების ამოცანები“.

გუშინ სასამართლო დათანხმდა, კალვისთვის საგამოძიებო იზოლატორში პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

კალვიმ პირობა დადო, რომ დაიცავს შინაპატიმრობის ყველა პირობას და განაცხადა, რომ მისთვის რუსეთიდან გაქცევა თავის დამნაშავედ ცნობისა და თვითდამცირების ტოლფასი იქნებოდა.

მაიკლ კალვი 15 თებერვალს დააკავეს. გამოძიების ვერსიის თანახმად, მან შექმნა თაღლითური სქემა ბანკ „ვოსტოჩნიდან“ 2,5 მილიარდი რუბლის მისათვისებლად. საქმე აღიძრა ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრის, შერზოდ იუსუპოვის განცხადების საფუძველზე. კალვი ამ ბრალდებებს უარყოფს.

მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ცნობები ბანკის აქციონერთა - „ბერინგ ვოსტოკის“ სტრუქტურებსა და არტიომ ავეტისიანს - შორის კონფლიქტის შესახებ.

Baring Vostok-ი არის უმსხვილესი ფონდი, რომელიც ინვესტიციებს ახლორციელებს რუსეთის საინტერნეტო ბიზნესში. ის მონაწილეობდა რუსეთის წარმატებული საინტერნეტო სტარტაპების უდიდესი ნაწილის დაფინანსებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG