Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოს დამცველი ახალგაზრდები გაფიცვისთვის ემზადებიან


გარემოს დამცველი ახალგაზრდები გაფიცვისთვის ემზადებიან
please wait

No media source currently available

0:00 0:17:47 0:00

15 აპრილს თბილისელი სტუდენტების ნაწილი გაფიცვას და საპროტესტო მსვლელობას გეგმავს. გიორგი გვახარიას სტუმრები, აქციის ორგანიზატორები, თამარ ჯაყელი და გიორგი ფცქიალაძე გვიამბობენ როგორ ფორმატში ჩატარდება მსვლელობა და რატომ გადაწყვიტეს „ახალგაზრდა მწვანებმა“, ასევე ორგანზიაცია „ვინ მეს“ წევრებმა მიმართონ პროტესტის ისეთ ფორმას, როგორიც გაფიცვაა. „რადიო თავისუფლების“ სტუმრები ამბობენ, რომ 15 აპრილს დაგეგმილი გაფიცვით და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე სურთ შეეწინააღმდეგონ იმ პოლიტიკას, რომლის შედეგიც გახშირებული წყალდიდობები და ხანძრებია. თამარ ჯაყელის თქმით, მას გარემოს აქტიური დაცვის სურვილი გრეტა ტუნბერგის, 16 წლის შვედი აქტივისტის პროტესტის შემდეგ გაუჩნდა. გრეტამ თავის დროზე მსოფლიოს უამრავი ახალგაზრდა აიყოლია. ახლა უკვე ქართველი სტუდენტები, რომლებიც თავიანთ თანატოლებს 15 აპრილის აქციაზე ეპატიჟებიან. ისინი ამბობენ რომ ორშაბათის გაფიცვაზე უფრო ადგილობრივ პრობლემებზე გაამახვილებენ ყურადღებას.

XS
SM
MD
LG